ქარიშხალი „სენდი“ ნიუ-იორკს ისევ მიუბრუნდება

ქარიშხალი „სენდი“ ნიუ-იორკს ისევ მიუბრუნდება

ნიუ-იორკი ქარიშხლისგან მიყენებულ ზარალს ითვლის, „სენდი“ კი პენსილვანიისა და ილინიოსისკენ გაემართა, თუმცა ის ნიუ-იორკის დასავლეთ ნაწილს ისევ მიუბრუნდება და შემდეგ გეზს უკვე კანადისკენ აიღებს.

სტიქიის ზონად გამოცხადებული ნიუ-იორკი მდგომარეობიდან ნელ-ნელა გამოდის-მთელი სიმძლავრით მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. დღესვე ამოქმედდება საერთაშორისო აეროპორტები. მძიმე მდგომარეობაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მხრივ. თუ ავტობუსებმა მუშაობა დაიწყეს, ქალაქის მეტროს სადგურები წყლითაა სავსე, ამიტომ მგზავრებს მეგაპოლისში გადაადგილება უჭირთ.  ქალაქის სატრანსპორტო სამმართველოს მიახლოებითი თარიღის დასახელებაც კი უჭირას, როდის შეძლებენ მეტროს ხაზების აღდგენას. ქალაქის მერმა მაიკლ ბლუმბერგმა მართალია, ოთხი-ხუთი დღე დაასახელა, მაგრამ ამ პერიოდში მეტროს ხაზების მხოლოდ ნაწილის აღდგენაა შესაძლებელი.

 Reuters და Agence Frence-ის ინფორმაციით, ელექტროენერგიის სრულად აღდგენას კიდევ ერთი კვირა დასჭირდება.