გაერო სომხების გენოციდს 2015 წელს აღიარებს

გაერო სომხების გენოციდს 2015 წელს აღიარებს

თურქული საიტის Haberler-ის ინფორმაციით, თურქმა ჟურნალისტმა ენვერ აისევერმა ჰამბურგში გამართულ პრსეკონფერნეციაზე განაცხადა, რომ 2015 წელი თურქეთითვის ყველაზე რთული წელი იქნება, რადგან გაერო მას სომხეთის გენოციდის აღიარებას მოსთხოვს.

„ამ პერიოდისთვის თურქეთი რთულ პროცესებს უახლოვდება. ხდება ახლო აღმოსავლეთის საზღვრების ცვლილება, რაც ჩვენს ქვეყანაზეც მოახდენს ზეგავლენას.

გაერო სომხეთის გენოციდის მეასე წლისთავთან დაკავშირებით, მიიღებს გადაწყვეტილებას აღიაროს თურქების მიერ განხორციელებული სომხების გენოციდი. ამის შემდეგ თურქეთს მიწებისა და ფულად კომპენსაციებს მოსთხოვენ.

მთელი ჩვენი შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ არასოდეს არ განგვიხილავს 1915 წლის მოვლენები. ეს თემა არ განხილულა უნივერსიტეტებში და არ მოხვედრილა წიგნებში“,-განაცხადა აისევერმა.