სასჯელაღსრულების სამინისტრო :  #16-ე დაწესებულებაში ამ დროისთვის სრული სიმშვიდეა

სასჯელაღსრულების სამინისტრო : #16-ე დაწესებულებაში ამ დროისთვის სრული სიმშვიდეა

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში, სასჯელაღსრულების #16-ე დაწესებულებაში ამ დროისთვის სრული სიმშვიდეა. 
მათივე ცნობით, #16-ე დაწესებულებაში ყველა პატიმარმა შიმშილობა შეწყვიტა და ციხის შინაგანაწესს ექვემდებარება.

პრესსამსახურში განმარტავენ, რომ  პატიმრების მოთხოვნების ნაწილი, რომლის შესრულება სამინისტროს შეეძლო, დაკმაყოფილებულია.  მათივე თქმით, პანიკა მხოლოდ ციხის გარე ტერიტორიაზეა, სადაც პატიმრების ახლობლები არიან შეკრებილნი. 
ცნობისთვის  საპატიმროში ამ დრომდე  სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე ირაკლი წერეთელი და გენერალური ინსპექციის უფროსი მირზა სუბელიანი რჩებიან. ირაკლი წერეთელი პატიმრებს პირადად გაესაუბრა.