გიორგი გაჩეჩილაძე ვაკის მაჟორიტარ დეპუტატ შალვა შავგულიძეს დახმარებას სთხოვს. გაჩეჩილაძე პირად ანგარიშსწორებაზე საუბრობს და ამბობს, რომ მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ ძალიან ცუდი კამპანიაა აგორებული.
უცნობი აღნიშნავს, რომ მან სთხოვა მაჟორიტარს, პირად კონტროლზე აეყვანა ეს საქმე. გაჩეჩილაძის განცხადებით, ეს არის ის შემთხვევა,
„როდესაც ადამიანი გიენებისგან იცავს თავს“, ამიტომ უნდა მოხდეს ფაქტების გამოძიება სამართლიანად და პირველ რიგში გაირკვეს იმ ჩხუბში მონაწილე ადამიანების ვინაობა.
„ ძალიან ბევრი რამ არის გასარკვევი, პირველ რიგში გაგასთან მიმართებაში, თუ რატომ ხდება ის სიტუაცია, რომ ამდენი ადამიანი თავს ესხმის ერთ კაცს ნებისმიერი ბარის თუ კლუბის შესასვლელთან“.
გაგა გაჩეჩილაძესთან დაკავშირებულ ფაქტს უცნობი ძველი ხელისუფლების მედიის მიერ განხორციელებულ საბოტაჟად აფასებს, რადგან პირველი ეს ინფორმაცია რუსთავი 2-მა, ჟურნალმა „ტაბულამ“ და „პრაიმ- ტაიმმა“ გაავრცელა.
გიორგი გაჩეჩილაძე იმედს გამოთქვამს, რომ ყველაფერი გაირკვევა და სამართლიანობა გაიმარჯვებს.