პარლამენტის ვებ-გვერდზე კვლავ  26 მაისის სხდომის ფოტოა განთავსებული

პარლამენტის ვებ-გვერდზე კვლავ 26 მაისის სხდომის ფოტოა განთავსებული

 მერვე მოწვევის პარლამენტის განახლებული შემადგენლობის მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანოს ვებ-გვერდის თავფურცელზე, სენსორული სისტემით, კვლავ 26 მაისის პლენარული სხდომის ფოტო მოძრაობს, სადაც ასახულნი არიან - ექს სპიკერი დავით ბაქრაძე, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი და კანონმდებლები.  

 ახალ ვებ-გვერდზე, 26 მაისის ფოტოს გარდა  მოძრაობს - ქართული არმიისა და პარლამენტის შენობის ფოტოები. თუმცა, ვინაიდან, მერვე მოწვევის პარლამენტის პლენარული სხდომა 21 ოქტომბერს ჩატარდა, თუ რატომ არ არის განახლებული უწყების ვებ-გვერდი from.ge-მ საკითხის დაზუსტება  პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელ, ზურაბ მარაქველიძესთან სცადა.  

 მარაქველიძის განცხადებით, ახალ საკანონმდებლო ორგანოში უამრავი სახის პრობლემაა და უახლოეს მომავალში, ვებ-გვერდის განახლება მოხდება.

 „შენობაში მილიონი პრობლემაა და ყველა მიმართულებით დავალებებია გაცემული. ყველაფერი დროის ამბავია და ეს საკითხიც მოგვარდება“, - დასძინა მარაქველიძემ.

 შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ახალი პარლამენტის შენობაში პირველი სხდომა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ჩატარდა. რაც შეეხება პარლამენტის საიტს, უწყების დღეს მოქმედი ვებ-გვერდი მიმდინარე წლის მაისში შეიქმნა, რომლის პრეზენტაციაც დავით ბაქრაძემ გამართა.