თეა წულუკიანი ჩილეს რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

თეა წულუკიანი ჩილეს რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თეა წულუკიანმა ჩილეს რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ელისეო როდრიგო რუის ორტისთან (რეზიდენციით ვარშავაში) შეხვედრა გამართა. თეა წულუკიანმა ელჩს მადლობა გადაუხადა ჩილეს რესპუბლიკის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის განუხრელი მხარდაჭერისთვის, მათ შორის, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ გაეროს რეზოლუციების სასარგებლოდ ხმის მიცემისთვის.

როგორც ელისეო როდრიგო რუის ორტისმა განაცხადა, ჩილე მომავალშიც გააგრძელებს საერთაშორისო ფორმატებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მეტად გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს, მათ შორის, პარლამენტის მეგობრობის ჯგუფებს შორის კონტაქტების გააქტიურების გზით.

ჩილეს რესპუბლიკის ელჩმა აღნიშნა, რომ ის საქართველოში მესამედ იმყოფება, იცნობს მის რეგიონებსა და კულტურას და მზადყოფნა გამოთქვა, აქტიური წვლილი შეიტანოს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში.