რიჩარდ ნორლანდი: საქართველოს დემოკრატია ვითარდება და უკანასკნელი მოვლენები ამას მხოლოდ ადასტურებს

რიჩარდ ნორლანდი: საქართველოს დემოკრატია ვითარდება და უკანასკნელი მოვლენები ამას მხოლოდ ადასტურებს

საქართველოში აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, საქართველოს დემოკრატია ვითარდება და უკანასკნელი მოვლენები ამას მხოლოდ ადასტურებს. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს მეათე ყოველწლიურ საგანმანათლებლო გამოფენაზე განუცხადა, რომელიც  ამერიკის საელჩოს ორგანიზებით პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა.

მისივე განმარტებით, საქართველოს და აშშ-ის მტკიცე ურთიერთობები არა მხოლოდ ეკონომიკურ და პოლიტიკურ, არამედ კულტურულ სფეროებშიც აქვს.

„კულტურული სფერო არის ის, რაც ყველაზე მეტად უწყობს ხელს ადამიანებს შორის კულტურული ურთიერთობის ჩამოყალიბებას. ამის ნაწილია საგანმანათლებლო სფეროც, რომელიც აძლევს ადამიანს შესაძლებლობას ისწავლოს და ამავე დროს ეზიაროს კულტურულ ნაწილს", - აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.

მისივე განმარტებით, დღევანდელი ღონისძიება ქართველ სტუდენტებს და მსურველებს საშუალებას აძლევს, უკეთ გაეცნონ ამერიკულ უნივერსიტეტებს.

ელჩის თქმით, საქართველოს მთელი რიგი შესანიშნავი უნივერსიტეტები აქვს, თუმცა ამერიკაში სწავლის გაგრძელება ამერიკელებისთვის ქართული კულტურის ერთგვარად გაცნობის შესაძლებლობაა.

„აქ წარმოდგენილია 13 განსხვავებული ამერიკული უნივერისტეტი, რომელიც მსურველებს წარუდგენს ინფორმაციას იქ სწავლის შესაძლებლობების შესახებ. საქართველოსაც აქვს მთელი რიგი შესანიშნავი უნივერსიტეტები და იბადება კითხვა, რატომ უნდა გაემგზავროს ასე შორს ადამიანი სასწავლებლად. თუმცა არის მეორე ასპექტი, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თითოეული ქართველი სტუდენტი, რომელიც ამერიკაში ჩადის, გახლავთ ერთგვარი ელჩი თავისი ქვეყნის, რადგან იმ ოჯახს, რომელშიც ცხოვრობს და იქ შეძენილ მეგობრებს, აცნობს ქართულ კულტურას", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

მისივე განმარტებით, ქართველი სტუდენტებისთვის ამერიკაში მიცემული საგანმანათლებლო შესაძლებლობები საქართველოს უკეთეს მომავალს შეუწყობს ხელს.