Trend-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანის ისტორიის ეროვნული აკადემიის დირექტორის, იაგუბ მაჰმუდოვის განცხადებით, სომხების მიერ აზერბაიჯანის წინააღმდეგ მოწყობილი გენოციდის ამსახველი ოთხი ტომი ჰააგის სასამართლოს უკვე გადაეცა.
„მას შემდეგ, რაც 1918 წლის 29 მაისს აზერბაიჯანის კუთვნილი ტეროტორიები სომხეთს გადაეცა და შეიქმნა არარატის სომხური რესპუბლიკა, რამდენჯერმე განხორციელდა გენოციდი აზერბაიჯაენლების წინააღმდეგ“,-განაცხადა მაჰმუდოვმა. მისივე განცხადებით, ამ საქმეში აზერბაიჯანელებს თურქი კოლეგებიც დაეხმარებიან.