ქუთაისში პარლამენტში ამჟამად, ბიუროს სხდომა მიმდინარეობს. მასზე საპროცედურო საკითხები განიხილება. განსახილველ საკითხებს შორის, დეპუტატებმა სამი ძირითადი საკითხი გამოყვეს.
პირველი - სახალხო დამცველის არჩევის საკითხი, მეორე - პოლიტპატიმრებისა და ამნისტიის საკითხია.
„საკომიტეტო მუშაობის თემები იქნება დასაგეგმი. კომიტეტის წევრების მხრიდან დასაფიქსირებელია, თუ როგორ, რა გრაფიკით აპირებენ ისინი საკანონმდებლო აქტიურობას. ასევე თემებია, რომლებიც საორგანიზაციო საკითხებს შეეხება“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ძიძგურმა.
რაც შეეხება, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, მისი კომიტეტი რამდენიმე საკითხზე იმუშავებს.
„ჩემი კომიტეტის სახელით რამდენიმე საკითხი გვაქვს განსახილველი. ეს სახალხო დამცველის თემა, პოლიტპატიმრების საკითხი და ამნისტიის პროექტზე მუშაობა იქნება. ესაა ის თემები, რომელზედაც, ჩემს და იურიდიულ კომიტეტთან ერთად ვაპირებ, როგორც ბიუროს, ასევე საკომიტეტო ფორმატში ვაპირებ ვიმუშაო“, - განაცხადა ბესელიამ.
პარლამენტში მიმდინარე კვირა საკომიტეტო კვირაა. სწორედ, დღევანდელ ბიუროს სხდომაზე გახდება ცნობილი ის საკითხები, რასაც მთელი კვირის განმავლობაში კომიტეტებში განიხილავენ.