უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების 50% უკვე დათვლა. ვიქტორ იანუკოვიჩისა და იულია ტიმოშჩენკოს პარტიებს შორის სხვაობა სულ უფრო მცირდება „ბატკივშჩინას“ სასარგებლოდ.
28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად უკრაინის რადაში 5 პარტია შევა.
იანუკოვიჩის „რეგიონების პარტიამ“ 35,03%, იულია ტიმოშჩენკოს „ბატკივშჩინამ“ 21,98%, კომუნისტურმა პარტიამ 14,89%, ვიტალი კლიჩკოს პარტია „უდარმა“ 12,88%, ხოლო ნაციონალისტების „სვობოდამ“ 8,34% მოაგროვა.
ხუთი წლის განმავლობაში უკრაინის რადაში 450 პარლამენტარი აღასრულებს საკანონმდებლო სამუშაოს, ნახევარი მათგანი პროპორციული, ნახევარი კი მაჟორიტარული სისტემით იქნა არჩეული.