შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „facebook“- ის მეგობრებს ბოდიშს უხდის.
როგორც ღარიბაშვილი „facebook“- ის საკუთარ გვერდზე წერს, ის დროის უქონლობის გამო, ამ ეტაპზე, პირად მესიჯებსა და შეკითხვებზე ვერ პასუხობს, თუმცა აქვე, მათ ჰპირდება, რომ
მათთან კომუნიკაციას უახლოეს მომავალში გამოასწორებს.
„პირველ რიგში, კიდევ ერთხელ, დიდი ბოდიში უნდა მოგიხადოთ, რადგან დროის უქონლობის გამო, ამ ეტაპზე ჯერ კიდევ ვერ გპასუხობთ თქვენს პირად მესიჯებსა და შეკითხვებზე, მაგრამ გპირდებით, რომ უახლოეს დღეებში აუცილებლად გამოვასწორებ კომუნიკაციას თქვენთან და არც ერთ თქვენს წერილს უყურადღებოდ არ დავტოვებთ“, - წერს ღარიბაშვილი „facebook“- ის საკუთარ გვერდზე.
აქვე ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ მის შესახებ „facebook“- ში არაოფიციალური გვერდი გაჩნდა. „ეს გვერდი ჩემი ან ჩემი პრესსამსახურის შექმნილი არ არის!
ამიტომ მოგმართავთ თხოვნით, რომ არ „მოიწონოთ“ ხსენებული ყალბი გვერდი (ან სხვა ვებ-გვერდები) და დაელოდოთ ჩემი ოფიციალური "ფეისბუქის" გვერდის გახსნას“, - წერს ღარიბაშვილი.
მისივე თქმით, ფეისბუქის ლიმიტის გადაჭარბების გამო, ის მეტ მეგობარს ვეღარ იმატებს.