მაია ფანჯიკიძე: სამინისტროში პირველ რიგში თანამშრომლებს შევხვდები

მაია ფანჯიკიძე: სამინისტროში პირველ რიგში თანამშრომლებს შევხვდები

საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე სამინისტროში 12:00 საათისთვის აპირებს მისვლას. ამის შესახებ ფანჯიკიძემ From.ge-ს განუცხადა.

მისი თქმით, ის თავის საქმიანობას მინისტრობის პოსტზე დღეიდან შეუდგება. ამასთან ფანჯიკიძე აცხადებს, რომ პირველი, რასაც სამინისტროში მისვლის შემდეგ გააკეთებს, თანამშრომლებთან შეხვედრა იქნება.

„სამინისტროში 12:00 საათზე ვაპირებ მისვლას. პირველი კი, რასაც მისვლის შემდეგ გავაკეთებ, თანამშრომლებთან შეხვედრა იქნება“, - აღნიშნა მან.

მინისტრთა ახალი კაბინეტი პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა. ახალი მინისტრების უმეტესობა მუშაობას დღეიდან შეუდგება.