საკრებულოს გაერთიანებული კომისიების გადაწყვეტილებით, თბილისში დასუფთავების ტარიფი სეზონურად შეიცვლება და ის ხუთი თვის განმავლობაში 1 კილოვატ საათზე 5 თეთრის ნაცვლად, 2,5 თეთრი იქნება.
საკრებულო ამ გადაწყვეტილებას დღეს დაამტკიცებს. საკრებულოს წევრის და "ქრისტიან-დემოკრატიული" პარტიის წევრის ჯაბა სამუშიას განცხადებით,მერიამ სამუშაო ჯგუფს წარუდგინა პროექტი, რომლის მიხედვითაც დასუფთავების გადასახადი 40%-ით უნდა შემცირებულიყო, სამუშიას წინადადებით კი მოხდა 50%-იანი კორექტირება.
„მე წარვუდგინე სამუშაო ჯგუფს დეტალური გათვლა იმის, რომ მოსახლეობა ზამთარში მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, ვიდრე ზაფხულში და შესაბამისად ორმაგდება დასუფთავების გადასახადიც, რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არ მინდა დარჩეს დასუფთავების გადასახადი დენის გადასახადზე მიბმული და მათი განცალკევება აუცილებლად უნდა მოხდეს.
ასეთი გაერთიანება ანტიკონსტიტუციურია. ჩემი წინადადებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი მერიასა და საკრებულოს შორის, რომელიც იწყებს გადასახადების ახალი მოდელის შემუშავებას. სანამ ახალ მოდელს შევიმუშავებთ, მოსახლეობა ამ გადაწყვეტილებით, მიიღებს ნაკლებ გადასახადს“,-აცხადებს სამუშია.
რაც შეეხება შეკითხვას, რატომ დაასწრო საკრებულომ ახალ მთავრობას გადასახადის ცვლილება, როდესაც ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, მთავრობა პირველ რიგში კომუნალურ გადასახადებს გადახედავდა, ჯაბა სამუშია აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ასეთი „თბილი“ დამოკიდებულება საზოგადოებისადმი, ახალი პოლიტიკური რეალობიდან და კონიუნქტურიდან გამომდინარეა გამოწვეული.
„არჩევნების მესამე-მეოთხე დღეს მე პრესკონფერენცია გავმართე სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით, რასაც ხელისუფლების მხრიდან განცხადება მოჰყვა, რომ ისინი გადასახადების ახალი მოდელის დამუშავებას იწყებდნენ. „ნაციონალურ მოძრაობას“ და ხელისუფლებას პოლიტიკური ცვლილება უბიძგებთ იქით, რომ ამ არარეალური გადასახადებისა და მათ მიერ მიღებული კანონებისთვის გადახედონ.
ჩვენს მიერ პარალელურ რეჟიმში მოხდა იმ თემების წამოწევა, რომლისთვისაც აქამდე ვიბრძოდით, თუმცა წინა ხელისუფლების დროს ამას ვერ ვახერხებდით. დღეს ყველაფერი შეიცვალა და ახლა ვიწყებთ ბაღების გადასახადების შემცირებისთვისაც ბრძოლას. ახალი მთავრობა ჯერ ვერანაირ დირექტივას ვერ მიიღებდა, რადგან ის მხოლოდ გუშინ დამტკიცდა“,-აცხადებს