საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის დღეს ქვეყნის პრემიერმინისტრია, მაგრამ არა როგორც საქართველოს არამედ, როგორც საფრანგეთის მოქალაქე და თუ საქართველოს სასამართლო მას მოქალაქეობას დაუბრუნებს, ის პრემიერი ვეღარ იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარის თქმას პროცედურები სჭირდება, ეს დროში გაწელილი პროცესია. საქართველოს კონსტიტუცია კი, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს პრემიერ-მინისტრობის უფლებას არ აძლევს.
„როგორც საფრანგეთის მოქალაქე დღეს წარმოვადგენ ქვეყნის პირველ პირს რეალურად, პრეზიდენტი ფორმალურად რჩება როგორც არის, საკმარისია სასამართლომ საქართველოს მოქალაქეობა მომანიჭოს და ამ უფლებას დავკარგავ. ასეთი ანეკდოტურია ჩვენი კონსტიტუცია“, - განაცხადა ივანიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილსმოქალაქეობა ნატურალიზაციის გზით უკვე მიანიჭა, თუმცა მისი ბრძანება ძალაში მას შემდეგ შედის, რაც ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეობაზე იტყვის უარს.