არსებული ინფორმაციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის დამტკიცება 29 ოქტომბერს მოხდება.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ განაცხადა, შაბათს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესიის გამართვა იგეგმება, ორშაბათს კი სავარაუდოდ, მთავრობის თავმჯდომარის დამტკიცება მოხდება.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ ლევან ვარშალომიძის შემცვლელად სამი კანდიდატურა განიხილება - პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი არმაზ ახვლედიანი; ბანკი "ქართუს" აჭარის ფილიალის მმართველი არჩილ ხაბაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ჯემალ ფუტკარაძე.