სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით ამ უწყების თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ.
აღნიშნულის შესახებ სუბარმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში ისაუბრა.
„მინდა, ვთქვა, რომ თანამშრომლებს ხელფასები მოემატებათ, რადგან როცა ექიმს 400 ლარიანი ხელფასი აქვს, ეს არაადექვატურად მიმაჩნია. მე ვიცი, რომ ზოგიერთ თანამშრომელს ხელფასი მოემატა, ეს კარგია და ტენდენცია გაგრძელდება. უწყებაში მომუშავე კადრებს რაც შეეხება, ძირეული ცვლილებები არ იქნება, თანამშრომლები, რომლებიც პატიოსნად მუშაობდნენ, აუცილებლად დარჩებიან საკუთარ ადგილებზე“,- განაცხადა სუბარმა.