"პირველი, რასაც გავაკეთებ, ეს არის ტარიფებთან დაკავშირებით ყველა შესაბამის კომპანიასთან მოლაპარაკების დაწყება.- ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ჟურნალისტებს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ განუცხადა.
კალააძემ პირველ რიგში მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მას ნდობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ძალიან კარგად აქვს გაცნობიერებული თუ რამხელა პასუხისმგებლობა დაეკისრა.
„ყველაფერს გავაკეთებ, რომ ღირსეულად ვემსახურო ჩემს ქვეყანას, როგორც ამას სპორტში ვაკეთებდი. პირველი, რასაც გავაკეთებ, ეს არის ის, რომ ამ დღეებშივე დავიწყებ მოლაპარაკებას ტარიფებთან დაკავშირებით ყველა შესაბამის კომპანიასთან", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, გაზის, ბენზინის, ენერგო თუ ნავთობის ბიზნესში, უმცირესობაში მყოფი ძალიან ბევრი ადამიანის ინტერესები დევს. მისი თქმით, მალე ეს სფეროები ამ ადამიანების კლანებისგან გათავისუფლდება.
„ამჟამად უმცირესობაში მყოფი ძალიან ბევრი ადამიანის ინტერესია გაზის ბენზინის, ენერგო თუ ნავთობის ბიზნესში. მინდა ვუთხრა ყველას, რომ ეს სფეროები ამ ადამიანების კლანებისგან გათავისუფლდება და ეს აისახება ტარიფების გათავისუფლებაზე. საზოგადოება მალე დაბალ ტარიფებს მიიღებს", - აღნიშნა კალაძემ.