დიმიტრი ლორთქიფანიძე: ახალი ომბუდსმენი საზოგადოების მხრიდან მუდმივი კონტროლის ქვეშ იქნება

დიმიტრი ლორთქიფანიძე: ახალი ომბუდსმენი საზოგადოების მხრიდან მუდმივი კონტროლის ქვეშ იქნება

 "ახალი სახალხო დამცველი საზოგადოების მხრიდან მუდმივი კონტროლის ქვეშ იქნება“, - ამის შესახებ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ  „მაესტროს“ პრესკლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ყოფილმა სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება 2012 წლის 21 სექტემბერს გააკეთა, იმავე დღეს კი, საქართველოს პრეზიდენტმა სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე წარადგინა, ორგანული კანონის მე-10 მუხლის თანახმად, პოსტს ავტომატურად ჩამოცილდა.

„გუშინდელი განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მას განცხადება არ დაუწერია და თითქოს სახალხო დამცველის პოსტს ფორმალურად ინარჩუნებს, სინამდვილეს არ შეესაბამება. ის 30 დღიანი კალენდარული ვადა, რომელსაც ორგანული კანონი ითვალისწინებს და რომლის მიხედვით, სახალხო დამცველის გადადგომიდან ახალი ომბუდსმენი 30 დღის განმავლობაში უნდა აირჩიონ, სამწუხაროდ დაირღვა“ - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

მისი თქმით, დღეს პარლამენტი ბიუროს სხდომაზე სახალხო დამცველის საკითხზე იმსჯელებს, ხოლო 25 ოქტომბრის სხდომაზე პარლამენტი სახალხო დამცველის კანდიდატურებს წარადგენს.

„სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის მხრიდან სახალხო დამცველის პოსტზე ვინმეს დასახელება მისასალმებელია.  მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო სექტორიდან შედარებით ნაკლები რაოდენობის ორგანიზაცია მიჭერს მხარს, სამაგიეროდ საზოგადოების სერიოზული მხარდაჭერა მაქვს. ჩემი  კანდიდატურისთვის მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით ათასობით ხელმოწერა არის უკვე შესული. ამასთანავე,  კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისის წინ დღესაც საკმაოდ ხალხმრავალი მხარდასაჭერი აქცია იმართება",- განაცხადა ლორთქიფანიძემ