მესტიის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეებს ხელფასები გაეზარდათ

მესტიის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეებს ხელფასები გაეზარდათ

მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეებს ხელფასები გაეზარდათ.

საკანონმდებლო მაცნეს ინფორმაციით, "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის, "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და "ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის 2005  წლის 29 აგვისტოს №–726 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ", საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 12 ოქტომბრის №–945 ბრძანებულების შესაბამისად, პირველი მუხლის თანახმად, "მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების    საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ" მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №-8 დადგენილებაში შეტანილ იქნეს  ცვლილება.

დადგენილებას ხელს მესტიის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე გოჩა გვარლიანი აწერს და ის 2012 წლის 12 ოქტომბრიდან ამოქმედდა.

ცვლილების თანახმად, მესტიის საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 2650 ლარს შეადგენს, გამგებლის – 2650 ლარი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – 1900, გამგებლის მოადგილე – 1500,  საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე _ 1050, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე – 1050, საკრებულოს აპარატის უფროსი – 1290, გამგეობის აპარატის უფროსი -  1250, გამგეობის სამსახურის უფროსი – 1250 ლარი და ა.შ.