ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრობის კანდიდატი კახა კალაძის ინფორმაციით, "კალა კაპიტალი" სს "საჰიქდრომშენში" კუთვნილ აქციებს გაასხვისებს.
ამის შესახებ კალაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. კალაძის თქმით, მისი საქმიანობა ყოველთვის ეფუძნებოდა და მომავალშიც დაეფუძნება კანონის პატივისცემას
"მინდა, გამოვთქვა ჩემი მოსაზრება მასმედიაში გავრცელებულ იმ ინფორმაციაზე, რაც სააქციო საზოგადოება "საქჰიდრომშენს" ეხება. სს "საქჰიდრომშენის" აქციათა 45 % ეკუთვნის ჰოლდინგს "კალა კაპიტალი", რომლის მფლობელიც მე გახლავართ. სს "საქჰიდრომშენი" სხვა პროექტებთან ერთად ახორციელებს ენერგეტიკულ სექტორთან დაკავშირებულ პროექტებსაც. ამდენად, "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, ჩემი თანამდებობაზე გამწესებიდან 10 დღის ვადაში „კალა კაპიტალი“ დაიწყებს სს "საქჰიდრომშენში" კუთვნილი აქციების გასხვისების პროცედურას. რაც შეეხება ჩემს სხვა ბიზნეს-საქმიანობას, რომელიც არ უკავშირდება ენერგეტიკულ სექტორს, მიღებული იქნება კანონმდებლობის შესაბამისი გადაწყვეტილებები. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩემი საქმიანობა ყოველთვის ეფუძნებოდა და მომავალშიც დაეფუძნება კანონის პატივისცემას", - განაცხადა კალაძემ.