პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის ვარაუდით, დასავლეთი და ამერიკის საზღვაო ქვეითთა ის ჯგუფი, რომ არ ყოფილიყო „რომლის გენერალი ვიხილეთ ეკრანზე“ ალბათ, სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“ სხვანაირად მოიქცეოდა და არჩევნების შედეგები ძალიან დიდი მსხვერპლით გაფორმდებოდა.
„დასავლეთმა ამ მსხვერპლს აგვაცილა სწორედ იმის საფასურად, რომ გარკვეული გარანტიები ალბათ, თვითონ სააკაშვილმაც მიიღო. ოღონდ ეს გარანტიები არის იმის ფონზე, რომ ყველაფერი ჩატარდეს ცივილიზებული სტანდარტების მიხედვით.
აი, სააკაშვილიც ახლა ცივილიზებული სტანდარტების მიხედვით იქცევა. ადრე, როდესაც „ქართულ ოცნებაზე“ იძახდა -მნგრეველებიო, მაშინ იქცეოდა „ნაციონალური მოძრაობის“ სტანდარტების მიხედვით. ასე რომ, ახლა ჩვენ გვყავს ორი მიხეილ სააკაშვილი. ადრინდელი, რომელიც წამსვლელი იყო ყველაფერზე, რომელიც ამზადებდა ზონდერ-ბრიგადებს და დღევანდელი, რომელიც ზრუნავს იმაზე, რომ მისაღები ფიგურა იყოს დასავლეთისთვის“, -განაცხადა საყვარელიძემ.