დიდ ბრიტანეთში ლაბრადორის მწვანე ფერის ლეკვი დაიბადა. ეს უჩვეულო მოვლენა ნაომი გრაიმსისა და კაილ მიუერის სახლში მოხდა. მათი ძაღლი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია მათთან ცხოვრობს მწვანე ლეკვის დედა გახდა. აღსანიშნავია, რომ ძაღლის რამდენიმე ლეკვიდან, მწვანე ფერის მხოლოდ ერთი დაბადა.
ძაღლის პატრონებს თავდაპირველად ეგონათ, რომ ლეკვი რაღაცით დაისვარა, თუმცა მისი რამდენჯერმე დაბანის შემდეგ ფერი იგივე დარჩა, რამაც ისინი სპეციალისტებამდე მიიყვანა. როგორც აღმოჩნდა ეს იშვიათი მოვლენა მეცნიერებისთვის უკვე ცნობილი ფენომენია. ვეტერინარები ამბობენ, რომ ლეკვს ეს ფერი ნელ-ნელა გადაუვა. საქმე ეხება განსაკუთრებულ ნივთიერებას ბილივერდინს, რომელიც ცხოველის ბეწვის შეფერილობაზე ახდენს გავლენას.
პატარა მწვანე ლაბრადორს, უკვე შეურჩიეს სახელი, მას ჰალკი ჰქვია.