სს „საქართველოს რკინიგზის“ ახალ გენერალურ დირექტორს სავარაუდოდ, ახალი პრემიერ-მინისტრი დანიშნავს.
როგორც რკინიგზაში განმარტავენ, „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორს სამეთვალყურეო საბჭო ნიშნავს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ რკინიგზის აქციების 100% მფლობელი სს „საპარტნიორო ფონდია“, რომელიც პირადად პრემიერს ემორჩილება, ამიტომ სავარუდოდ, „საქართველოს რკინიგზის“ ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის გადაწყვეტილება მომავალმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა უნდა მიიღოს.
ცნობისთვის, „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ირაკლი ეზუგბაია თანამდებობიდან გადადგა.