პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შეფასებით, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის დიმიტრი შაშკინის გადაწყვეტილება ქვეყნის დატოვების შესახებ, ბევრ ეჭვს აღძრავს და კითხვებს ბადებს.
„არ ვიცი მოტივი და ოფიციალური მიზეზიც არ მომისმენია, ყოფილ თავდაცვის მინისტრს რატომ შეიძლება დაეტოვებინა ქვეყანა, მაგრამ თავისთავად ვფიქრობ, რბილად რომ ვთქვა ძალიან არასასიამოვნო ფაქტია, როდესაც თავდაცვის მინისტრი ყოველგვარი განმარტებების და იმ პროცედურების გავლის გარეშე ტოვებს ქვეყანას, რომელიც პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი იყო. სამინისტროების გადაბარებას ვგულისხმობ. ეს ბევრ ეჭვს აღძრავს და ბუნებრივია, ბევრ კითხვას ბადებს“, - განაცხადა ბესელიამ.
მისივე თქმით, შესაბამისი უწყებები, როდესაც სამინისტროს შეამოწმებენ, ალბათ, უკეთესად გაირკვევა, თუ რა იყო შაშკინის მიერ, ქვეყნის დატოვების მიზეზი.