პოლ მაკარტნი ემი ვაინჰაუზის ყოფილ პროდიუსერთან, მარკ რონსონთან ერთად ახალ სიმღერაზე მუშაობს. ინფორმაციას, ამის შესახებ „ბითლზების“ ყოფილი პროდიუსერი ითან ჯონსი ავრცელებს. მისი სიტყვებით მაკარტნის ახალი ჩანაწერი, მისი ბოლო ალბომის „Kisses on a Bottom“-ისგან რადიკალურად განსხვავებულია.
ითანის განცხადებით, პოლ მაკარტნის ახალ სიმღერას „Hosanna“ ეწოდება. ის ყოველგვარი ზედმეტი დანამატების გარეშე, მომღერლის ხმითა და აკუსტიკური გიტარის თანხლებითაა ჩაწერილი.
ჯონსისთვის უცნობია, შევა თუ არა, ეს სიმღერა მაკარტნის ახალ ალბომში.