ოქტომბრის ბოლოს მსოფლიო კინოთეატრებში „ქალი კატას“, ახალი ფილმის პრემიერას შედგება, სახელწოდებით „ღრუბლიანი ატლასი.“ ფილმში ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი ჰოლი ბერი მთავარ როლს ასრულებს, პარტნიორობას კი, ტომ ჰენქსი და სიუზან სარანდონი უწევენ.
ჟურნალი InStyle, ფილმის პრემიერის პარალელურად მკითხველს ჰოლისთან ინტერვიუს სთავაზობს, რომლის სრული ვარიანტი ჟურნალის ნოემბრის ნომერში იქნება ხელმისაწვდომი. იქამდე InStyle-ს ინტერნეტგამოცემა, გვთავაზობს ბერის ფოტოსესიას ჟურნალისთვის და ამონარიდებს ინტერვიუდან.
InStyle-ს ფოტოსესიისთვის 46 წლის მსახიობმა „მგრძნობიარე ლედის“ იმიჯი შეარჩია, ჟურნალის გარეკანზე ის მაღალი ქუსლებითა და ტყავისა და გიპიურის სამოსით გამოჩნდა.
საყვარელ ოლივიე მარტინესზე...
-არ დამიჯერებთ, მაგრამ ის ერთი ნახვით შემიყვარდა. გრძნობა დღითი დღე, ნაბიჯ-ნაბიჯ იზრდებოდა და ახლა ის ისეთი ძლიერი გახდა, რომ ყველაფერს სხვა ელფერი შესძინა. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემს ცხოვრებაში მეტი ქორწინება აღარ იქნებოდა. ახლა მესმის, რომ არასდროს არ უნდა თქვა „არასდროს“, ვფიქრობს ეს სიტყვა საერთოდ უნდა ამოვიღო ლექსიკონიდან. მითუმეტეს, რომ მე გამოუსწორებელი რომანტიკოსი ვარ.
შეგახსენებთ, ჰოლი ბერი ფრანგ მსახიობზე ოლივიე მარტინესზეა დანიშნული. ეს ვარსკვლავის მესამე ქორწინება იქნება. რომანი, რომელიც ორ წელზე მეტი გრძელდებოდა ლოგიკურ შედეგამდე მივიდა. მსახიობმა მარტინესი 2010 წელს ფილმის „Dark Tide“–ის გადაღებებზე გაიცნო. ჯერჯერობით უცნობია როდის იქნება ქორწილი.
ასაკის მატებაზე...
-აქამდე სხვა ადამაინებისგან, ვისმენდი რჩევებს ასაკის მატებასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გამეკეთებინა და როგორ. ახლა მივხვდი, რომ მთავარია საკუთარ თავს მოუსმინო, ენდო და ის აკეთო რისი გაკეთებაც გულით გინდა. არ ღირს სიბერეზე ნერიულობა, ასაკთან ბრძოლა, წლებთან ბრძოლა ვფიქრობ არაა გამართლებული. აუცილებელია, ახალგზრდა ქალების ბუნებრივი სილამაზე დავაფასოთ და ნუ შევეცდებით მივბაძოთ მათ. მითუმეტეს, რომ ქალი ყველა ასაკში შეიძლება ლამაზი იყოს. სიბერე, - ეს ახალი ეტაპია ცხოვრებაში სხვა არაფერი.
ვარცხნილობის დაბალ სტილზე...
-ჩემი აზრით, ეს ვარცხნილობა სხვა დანარჩენზე მეტად მიხდება. არ არის საჭირო დროის სალონებში ხარჯვა. თმის ფენებით და უთოებით წვალება. ბევრი ამტკიცებს, რომ ქალს აუცილებლად გრძელი თმები უნდა ჰქონეს. მაგალითად, ჩემი ქალიშვილი. ის ძლაიან ამაყობს თავისი გრძელი ლოკონებით. ყველა ადამიანს განსხვავებული გემოვნება აქვს, სულ ეს არის.