"საგამოძიებო კომისია იმუშავებს ყველა საქმეზე, რომელზეც საზოგადოებაში კითხვის ნიშნები არსებობს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, თინა ხიდაშელმა განუცხადა.
მისი თქმით, კომისია იზრუნებს იმაზე, რომ ეს გამოძიება ფაქტებზე დაფუძნებული იყოს.
„კარგია, რომ დღეს კონსტრუქციულ რეჟიმში ვმუშაობთ, მაგრამ საქართველოში ცხოვრება იყო პირველ ოქტომბრამდეც და ხალხმა მანდატი არ მოგვცა იმისთვის, რომ რაც აქამდე მოხდა, ისტორიის საკუთრებად ვაქციოთ. ჩვენ ვიმუშავებთ ყველა საქმეზე, რომელზეც საზოგადოებაში კითხვები არსებობს. უნდა უზრუნველვყოთ, რომ ეს იყოს ფაქტებზე დაფუძნებული გამოძიება", - განაცხადა თინა ხიდაშელმა და აღნიშნა, რომ კომისიის დასკვნები გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს გადაეგზავნება, თუ მათ მიერ წარდგენილ მასალებზე გამოძიება გაგრძელდება.
რაც შეეხება კონკრეტულ საქმეებს, ხიდაშელი რამდენიმე მათგანს ასახელებს, მათ შორის ბუტა რობაქიძის გარდაცვალებისა და საკუთრების ჩამორთმევასთან დაკავშირებულ საქმეებს.
ცნობისთვის, ხიდაშელი იმ საგამოძიებო კომისიას უხელმძღვანელებს, რომლის შექმნაც საკანონმდებლო ორგანოშია დაგეგმილი.