The Telegraph-ის ინფორმაციით, ბუკინგემის სასახლეში ერთი ვაკანტური ადგილი გამოჩნდა-დედოფლის მოსამსახურეს თანაშემწე სჭირდება.
ვაკანსიის ტექსტში, რომელიც სამეფო ოჯახის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა, მითითებულია, რომ ამ ადგილის დაკავება, გამოცდილ, აკურატულ, ინიციატივიან, შრომისმოყვარე და საქმის უკეთ შესწავლის მსურველ ქალობატონს შეუძლია. მის ვალდებულებში რეზიდენციის დალაგება, სტუმრებზე მზრუნველობა და დედოფლის ძვირფასეულობის მოვლა შედის. საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ბუკინგემის სასახლე, აგრეთვე ის, რომ წელიწადში სამი თვე მოსამსახურის თანაშემწეს ინგლისის საზღვრებს გარეთ გატარება მოუწევს. მისი წლიური ანაზღაურება 14 200 ფუნტი შეადგენს, სამუშაო რეჟიმი კი კვირაში 40 საათიანი იქნება.
სამეფო ოჯახს სიფრთხილის დაცვით უწევს სამუშაო პერსონალის აყვანა, რადგან ხშირად ყოფილა შემთხვევები, როდესაც მათ გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, სასახლის ამბები პრესისთვის მიუწოდებიათ.
2006 წელს დედოფლის მოსამსახურის პოსტზე მოხვედრის მცდელობისას გამოცემა News of the World-ის თანამშრომელი დააკავეს.