თბილისის მერი გიგი უგულავა და თბილისის შესაბამისი სამსახურები მზად არიან, ახალ მთავრობასთან ითანამშრომლონ. ამის შესახებ, უგულავამ განაცხადა.
მისი განცხადებით, ბევრი პროექტია, რომელიც თბილისში მიმდინარეობს და რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებასთან კვეთაშია, ამიტომ ის და თბილისის შესაბამისი სამსახურები მზად არიან, ახალ მთავრობასთან ითანამშრომლონ.
„გავაცნო პროექტები, სად შეიძლება ჩვენ საერთო თანამშრომლობა მოვძებნოთ, რათა თბილისელების ინტერესები იქნას გათვალისწინებული. არის ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც თბილისისთვის აუცილებელია. მზად ვარ, ეს პროექტები პირადადაც წარვუდგინო“, - განაცხადა უგულავამ.