პარლამენტმა კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცა. აგრარულ საკითხთა კომიტეტს გიგლა აგულაშვილი (84 ხმით) უხელმძღვანელებს; ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს - ეკა ბესელია (91 ხმით); განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტს - ივანე კიღურაძე (82 ხმით 1-ის წინააღმდეგ); გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს - ზურაბ ზვიადაური (82 ხმით); დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს - ზურაბ ტყემალაძე (88 ხმით 1-ის წინააღმდეგ); დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს - გუბაზ სანიკიძე (84 ხმით); ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს - ვიქტორ დოლიძე (88 ხმით);
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს - ირაკლი სესიაშვილი (86 ხმით); იურიდიულ საკითხთა კომიტეტს - ვახტანგ ხმალაძე (90 ხმით); რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტს - ერეკლე ტრიპოლსკი (90 ხმით); საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს - თედო ჯაფარიძე (89 ხმით); საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს - ირინა იმერლიშვილი (89 ხმით ერთხმად); საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს - დავით ონოფრიშვილი (85 ხმით); სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს - ლერი ხაბელოვი (90 ხმით ერთხმად); ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს - დიმიტრი ხუნდაძე (87 ხმით ერთხმად).
950
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85