პარლამენტმა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის პოსტზე 88 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დავით უსუფაშვილი დაამტკიცა. კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა. ცნობილია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებდნენ. ვინაიდან "ქართული ოცნება" პარლამენტში 85 მანდატით არის შესული, უცნობია, დანარჩენი სამი დეპუტატის ვინაობა, ვინც უსუფაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
თანამდებობაზე დამტკიცებამდე პარლამენტის ახალმა თავმჯდომარემ კოლეგებს სიტყვითაც მიმართა და ქართული პარლამენტარიზმის ისტორიასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.