პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ირინა ენუქიძის ხსოვნის "დაფასების სათანადოდ უზრუნველყოფის" სურვილი გამოთქვა .
როგორც უსუფაშვილმა განაცხადა, სანდრო გირგვლიანის დედასთან "ძალიან ბევრი ვალშია".
"მინდა, სათანადოდ უზრუნველვყოთ ირინა ენუქიძის ხსოვნის დაფასება. ჩვენც და ძალიან ბევრი ვალში ვართ მასთან - ჩვენი დროის გამორჩეულ ქართველ დედასთან და სულ მქონდა მოთხოვნილება, გაგვეკეთებინა რამე ისეთი, რაც მის სახელს შეეფერება. თუმცა, ამ შემთხვევაში ერთ სახელსა და გვარზე არ ვსაუბრობთ. ვსაუბრობთ გაცილებით დიდ თემაზე – ერთი მხრივ პრობლემაზე, მეორე მხრივ მოქალაქეობის, ადამიანობისა და ძალიან ბევრ სხვა სტანდარტზე. შემეძლო, ეს მეთქვა დარბაზიდან, თუ ამ სავარძელში არ აღმოვჩნდებოდი, მაგრამ რადგან აქ აღმოვჩნდი, არ შემეძლო, ეს არ მეთქვა"