"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია თავიდაცვის მინისტრის პოსტზე დამტკიცებისთანავე "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარის პოსტს დატოვებს. როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამით ის თავდაცვის უწყების დეპოლიტიზაციას ჩაუყრის საფუძველს და ამას უშუალოდ საკუთარი ნაბიჯით დაიწყებს.რაც შეეხება თავდაცვის უწყების პრიორიტეტებს, ალასანიას განმარტებით, პირველი, რასაც ის გააკეთებს, არის შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლის გაძლიერება და ფინანსური დისციპლინის დამყარება."ჩვენი მთავარი ღირებულება არის ჯარისკაცი და მეომარი. ყველანაირი პირობა უნდა შეიქმნას იმისთვის, რომ მან სამშობლო ღირსეულად დაიცვას. ჩემი მთავარი ამოცანა იქნება, გაიზარდოს სამოქალაქო კონტროლი შეიარაღებულ ძალებზე და დამყარდეს ფინანსური დისციპლინა, რადგან ასობით მილიონი ლარია გაფლანგული და ეს საკითხი გამოძიებული უნდა იყოს. გარდა ამისა, უღირსად ექცეოდნენ ჯარისკაცებს. ყველა ასეთი მეომრის საქმე გამოძიებული იქნება", - აღნიშნა ალასანიამ.