პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.
პარლამენტის დადგენილების პროექტი - დეპუტატთა უფლებამოსილების ცნობის შესახებ ახალმა პარლამენტმა 141 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა.
"არსებობს ინფორმაცია რამდენიმე საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით, რომელიც რეაგირებისთვის სამართალდამცველ ორგანოებს გადაეცა. დარღვევებზე რეაგირება უკვე მათი საქმეა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ფაქტებმა პარლამენტის უფლებამოსილების ცნობას ხელი არ უნდა შეუშალოს", - განაცხადა დროებითი სამანდატო კომისიის თავჯდომარემ ირინა იმერლიშვილმა.
უფლებამოსილების ცნობის შემდეგ დეპუტატებმა ქვეყნის ერთგულების ფიცი დადეს.