პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენლები ქუთაისის პარლამენტის სხდომათა დარბაზში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესვლის დროს ფეხზე არ წამოდგნენ.
სიტყვის დასასრულს კი მიხეილ სააკაშვილი მიესალმა სხდომაზე დამსწრეებს – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილს, ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატესა და წმინდა სინოდის წევრებს, სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებსა და დიპლომატიურ კორპუსს.
საქართველოს პრეზიდენტმა წარმატება დავით უსუფაშვილსაც მიულოცა და ახალი მოწვევის პარლამენტს "ხალხის საკეთილდღეოდ ნაყოფიერი და შინაარსიანი მუშაობა" უსურვა.
მიხეილ სააკაშვილი აპლოდისმენტებით სხდომათა დარბაზიდან ისევ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა გააცილეს.