"საქართველო ნამდვილად არ არის სასაფლაო - ჩვენი ქვეყანა არასდროს არ იქნება სასაფლაო. ეს არის სიცოცხლით სავსე ადგილი, სადაც ყველას აქვს საკუთარი აზრისა და კრიტიკის გამოთქმის არა მარტო უფლება, არამედ ძლიერი ნებაც გვქონდეს განსხვავებული აზრის კულტურა, არის ჩვენი დემოკრატიის სოციალური ბაზისი. განსხვავებული აზრის კულტურა და კანონის უზენაესობისა და კონსტიტუციის პატივისცემა - ეს ორი პრინციპი ქართულ დემოკრატიასაც ისევე განსაზღვრავს, როგორც ნებისმიერ დემოკრატიას მსოფლიოში “, - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში, 2012 წლის მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე გამოსვლისას გააკეთა.
სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ახლა ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი დრო მოდის.
„ჩვენ უნდა მივისწრაფოდეთ გადაწყვეტილებების მიღების დეცენტრალიზაციისკენ, რათა უფრო მეტ ჩვენს მოქალაქეს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მათ ცხოვრებას შეეხება; რათა პოლიტიკური ელიტა ყოველთვის დაკავშირებული იყოს საზოგადოების ევოლუციასთან; რათა ეს ელიტა ყოველთვის წარმოადგენდეს ჩვენი საზოგადოების მრავალფეროვან ნაწილს და არჩეულ უმრავლესობას“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.