ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ბიძინა ივანიშვილი საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება. ამავე სტატუსით იქნებიან სხდომაზე წარმოდგენილები მომავალი მინისტრობის კანდიდატები.
" კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი ახალი მოწვევის პარლამენტის სხდომას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება როგორც მომავალი პრემიერ-მინისტრი. ამავე სტატუსით დაესწრებიან მომავალი მინისტრობის კანდიდატები“, - განუცხადეს From.ge-ს ქართულ ოცნებაში.
სხდომას ასევე დაესწრებიან ჯერ კიდევ მოქმედი მთავრობის წევრებიც, მოწვეულ სტუმრებს შორის არიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლები.
2012-2016 წლების მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს, ქუთაისში, 13:00 საათზე გაიხსნება.