ის ფაქტებიც კი, რომლებზეც მამუკა მდინარაძემ ისაუბრა, რა თქმა უნდა, საჭიროებს გამოძიებას და თითოეულ ფაქტს ჩავყვებით ბოლომდე, ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ ხმების მოპარვის ოპოზიციის სავარაუდო სქემის შეფასებისას.
„ასეთ რეალობას ხედავს საზოგადოება, რომ ერთის მხრივ არის თითიდან გამოწოვილი აბსურდული ბრალდებები, რომლებსაც არ გააჩნია არანაირი მტკიცებულება და რომლებზეც მიმდინარეობს გამოძიება. ის ადამიანები, ვინც საუბრობენ გაყალბებაზე, არ მიდიან და არ ესაუბრებიან გამომძიებლებს ანუ ტყუიან.
მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ მოცემულობას, როდესაც ოპოზიციას სავარაუდოდ, ჰქონდა აწყობილი სქემა, თუ როგორ მოეპარა ხმები „ქართული ოცნებისთვის“, მთლიანად საზოგადოებისთვის. ის ფაქტებიც კი, რომლებზეც მამუკა მდინარაძემ ისაუბრა, რა თქმა უნდა, საჭიროებს გამოძიებას და თითოეულ ფაქტს ჩავყვებით ბოლომდე, ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი”, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
აღნიშნული სავარაუდო სქემის შესახებ ინფორმაცია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გუშინ გააცნო საზოგადოებას. მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ კონკრეტულ მონაცემებს პროკურატურას მიაწვდის.