კოალიცია ქართული ოცნების ინფორმაციით, უმრავლესობის ფარგლებში სამი საპარლამენტო ფრაქცია ჩამოყალიბდება. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილი იქნება. ფრაქციას "ქართული ოცნება – რესპუბლიკელები" სათავეში დავით ბერძენიშვილი ჩაუდგება, ხოლო ფრაქცია "ქართული ოცნება – თავისუფალ დემოკრატებს" ირაკლი ჩიქოვანი უხელმძღვანელებს. ფრაქციების ფორმირება დღევანდელ პირველ სხდომაზე მოხდება.
მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს, ქუთაისში, 13:00 საათზე გაიხსნება.