ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ საქართველოში მოქმედ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ფილიპ რეფორი და ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტორვი ესწრებოდბოდნენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, მათ შეხვედრაზე ხელისუფლების გადაცემის პროცესში არასამთავრობო სექტორის როლზე ისაუბრეს.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ, თუ რაზე უნდა გააკეთოს აქცენტი ახალმა მთავრობამ. კონკრეტულად, ჩემი მხრიდან, რამდენიმე საკითხი დაფიქსირდა, რომლებზეც მუშაობა უნდა გაგრძელდეს. მათგან მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ საარჩევნო რეფორმების მიმართულებით მუშაობა გააგრძელოს და უმოკლეს ვადაში, გათვალისწინებული იქნას ის რეკომენდაციები, რომლებზედაც ჩვენ და მათ შორის, ვენეციის კომისია საუბრობდა. გარდა ამისა, მივიჩნევთ, რომ მნიშნელოვანია გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას მედია გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. იგივე საკანონდებლო ინიციატივები გვქონდა „მასთ ქერის“ და „მასთ ოფერთან“ დაკავშირებით, ასევე შეხვედრაზე აღვნიშნეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა დაიხვეწოს და ეს სამსახური უფრო აქტიური გახდეს“, - განაცხადა გიგაურმა.
ამასთან გიგაურის თქმით, არასამთავრობოებმა მზადყოფნა გამოთქვეს ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე და პოზიტიურად შეაფასეს ის, რომ ახალი ხელისუფლება მათთან თანამშრომლობაზე მზადყოფნას აცხადებს.