ქალაქ თბილისის მერია და საქართველოს მწერალთა კავშირი უკვე მეოთხე წელიწადია ატარებს ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ლიტერატურულ კონკურს „მერანი“. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 16-იდან 35 წლამდე ახალგაზრდა პოეტებს.
კონკურსში მონაწილეობას იღებენ ახალგაზრდა დამწყები პოეტები.კონკურსში გამარჯვებული საუკეთესო ლექსების ავტორისთვის დაწესებულია პირველი პრემია: 1000 ლარის ოდენობით და ოთხი წამახალისებელი პრემია 500-500 ლარის ოდენობით. ჟიურის თავმჯდომარეა ცნობილი ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი. ჟიურის წევრების მიერ მოწონებული ნაწარმოებები ყოველწლიურად იბეჭდება კრებულში „მერანი“.
მასალების მიღების ბოლო ვადაა 12 ნოემბერი. საზეიმო დაჯილდოება 4 დეკემბერს, ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების დღეს ჩატარდება.