პრეზიდენტ სააკაშვილის თვითმფრინავმა ბუქარესტის აეროპორტში იძულებითი დაშვება განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს და განმარტავს, რომ აღნიშნულის გამო მიხეილ სააკაშვილმა ბუქარესტიდან საქართველოში დაბრუნება დაგეგმილ დროს ვერ შეძლო.
"თვითმფრინავის აფრენიდან 10 წუთში ბორტმა ბუქარესტის აეროპორტში იძულებითი დაშვება განახორციელა. ამის მიზეზი თვითმფრინავის ტექნიკური ხარვეზი, კერძოდ, შასისთან დაკავშირებული პრობლემა გახდა", - ნათქვამია განცხადებაში.
ოფიციალური ინფორმაციით, თვითმფრინავის ტექნიკური დათვალიერება ამ წუთებშიც მიმდინარეობს, პრეზიდენტი კი საქართველოში დაბრუნებას გვიან ღამით გეგმავს.