შტეფან ფულე: ევროკავშირი დაინტერესებულია საქართველოსა და რუსეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობებით

შტეფან ფულე: ევროკავშირი დაინტერესებულია საქართველოსა და რუსეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობებით

ევროკომისარის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულეს განცხადებით, ევროკავშირი რუსეთ-საქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების, მათ შორის ვაჭრობის აღდგენის შესაძლებლობას მიესალმება. ამის შესახებ მან დღეს სასტუმრო „რედისონში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ეს ხელს არანაირად არ შეუშლის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ მოლაპარაკებებს.

ამასთან, შტეფან ფულე აცხადებს, რომ საქართველოში შექმნილი ახალი რეალობის მიუხედავად, არანაირი გეგმა არ არსებობს იმისა, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებების ვადებმა გადაიწიოს. 

„ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებით და ვაჭრობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი და მასტერილიზებელი ფაქტორი რეგიონში უსაფრთხოების განვითარებისთვის, მე წინააღმდეგობას ვერ ვხედავ იმაში რა მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის და რა შეიძლება, იყოს მომავალში სავაჭრო ურთიერთობების მხრივ საქართველოსა და რუსეთს შორის. ერთი მეორეს არ გამორიცხავს", - განაცხადა ფულემ.

გარდა ამისა, მისი თქმით, აუცილებელია ამ მოლაპარაკებების უწყვეტობა და იმ ადმინისტრაციული შესაძლებლობების შენარჩუნება, რამაც ამ მოლაპარაკებების დაწყება გახადა შესაძლებელი.