რუსული ტელეკომპანიისა და ფილმ „პროტესტის ანატომია 2“-ის რეჟისორები აცხადებენ, რომ ეს საიდუმლო ჩანაწერი, სადაც საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძისა და რუსი ოპოზიციონერის სერგეი უდალცოვის საიდუმლო შეხვედრის ჩანაწერია აღბეჭდილი, მათ ..."ვიღაც" ქართველისგან მიიღეს.
ეს ფაქტი საიდუმლო მოლაპარაკებაში მონაწილე კიდევ ერთი ოპოზიციონერის კონსტანტინე ლებედის სასამართლო პროცესზე გამჟღავნდა.
ნტვ-ს თანამშრომელთა ჩვენებით, ტელეარხის თანამშრომელი ალექსეი მალკოვი, რომელსაც ტელეფონზე დაურეკეს, ქუჩაში გავიდა და ქართული წარმოშობის უცნობი პიროვნებისგან ეს ფოტოები მიიღო. .