ბრიტანული გამოცემა Independent-ის ინფორმაციით,რომის პაპმა ბენედიქტ XVI-მ რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მკაცრ პოზიციას Pussy Riot-ის მიერ ქრისტეს სახელობის ტაძარში სკანდალური გამოსვლის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა.
ამის შესახებ რომის პაპის ბენედიქტ XVI-ისა და რუსული ეკლესიის მიტროპოლიტ ილარიონ ვოლოკოლამსკის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
„პაპმა სოლიდარობა გამოუცხადა რუსული მართლამდიდებლური ეკლესიის მკაცრ პოზიციას აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში და გაკვირვება გამოთქვა იმ ზოგიერთი საინფიორმაციო საშუალებების მიამრთ, რომელთაც რეაქცია ჰქონდათ ეკლესიის ამ პოზიციაზე“,-წერს Independent.