მაია ფანჯიკიძე შტეფან ფულესა და ჰელგა შმიდტს შეხვდა

მაია ფანჯიკიძე შტეფან ფულესა და ჰელგა შმიდტს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი მაია ფანჯიკიძე ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარს შტეფან ფულესა და საგარეო საკითხებში გენერალური მდივნის წარმოადგელელს ჰელგა შმიდტს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ როგორც მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა საქართველოს კურსი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხზე უცვლელია.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს იმაზე, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა თანმიმდევრული იქნება და ჩვენი მიზანი რჩება ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია.

,,შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოს ინტეგრაციაზე ევროკავშირში, რომელიც დაწყებულია უკვე მრავალი წლის განმავლობაში საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროინტეგრაციის სამინისტროს მიერ. ჩვენ დაუდასტურეთ მათ ჩვენი მზადყოფნა და სურვილი ამ საქმეების გაგრძელების",- განაცხადა ფანჯიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ შტეფან ფულეს და ჰელგა შმიდტი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აღმასრულებელ და მომავალი მთავრობის წარმომადგენლებთან მართავენ შეხვედრებს. დღის ბოლოს დაგეგმილია მათი ერთობლივი პრესკონფერენცია.