"საქართველოს ციხეებში ამნისტია უმოკლეს დროში დაიწყება”, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ეკა ბესელიამ დღეს „მაესტროს“ პრესკლუბში სტუმრობისას ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისი განმარტებით, ეს პირველ რიგში არასრულწლოვნებს, პატიმარ ქალებს და ნარკოტიკის მომხმარებლებს უნდა შეეხოს, რომლებიც როგორც ავადმყოფები, ისე უნდა განვიხილოთ.
„მე მჯერა, რომ სასჯელაღსრულების მინისტრად სოზარ სუბარის დამტკიცების შემდეგ, ციხეეში თავს ადამიანებად იგრძნობენ და წამება აღარასოდეს გამეორდება,"- განაცხადა ბესელიამ.