საქართველოს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დროებით მმართველად აკადემიურმა საბჭომ გოგი მარგველაშვილი დაასახელა. მარგველაშვილი აკადემიური საბჭოს წინადადებას დასთანხმდა და უნივერსიტეტშიც მივიდა.
„მე არ ვესწრებოდი აკადემიური საბჭოს სხდომას და, როდესაც სხდომა ტარდებოდა, საერთოდ არ ვიყავი უნივერსიტეტში. შევეცდები, გავარკვიო დეტალები და სრულ კომენტარს უნივერსიტეტიდან გამოსვლის შემდეგ გავაკეთებ. მე ვეთანხმები აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებას. რაც შეეხება გადაბირების და სხვა პროცედურებს, ჯერ მხოლოდ გუშინ მიიღო აკადემიურმა საბჭომ რექტორის გადარჩევის გადაწყვეტილება და ამაშიც უნდა გავერკვიოთ, თუ რა გზით, რა პროცედურა ჩატარდება", - განაცხადა გოგი მარგველაშვილმა უნივერსიტეტში შესვლის წინ. .
მოქმედი რექტორი ნოშრევან ჩხაიძე თანამდებობის დატოვებაზე უარს აცხადებს, აკადემიურმა საბჭომ კი, რექტორის მოვალეობის შემსრულებლად მარგველაშვილი დაასახელა.