საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ავღანეთში დაღუპული კაპრალის მინდია აბაშიძის ოჯახს მიუსამძიმრა.
„აშშ–ის საელჩოს სახელით, გამოვხატავ თანაგრძნობასა და სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ კაპრალ მინდია აბაშიძის გარდაცვალების გამო. ის 32–ე ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში ავღანეთში, სამხედრო მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა.
აშშ–ის მთელი საელჩო უსამძიმრებს კაპრალ აბაშიძის მეგობრებს, თანამებრძოლებსა და ოჯახს. ქართველ სამხედროებს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ ავღანეთის უსაფრთხოების მხარდაჭერის საერთაშორისო ოპერაციაში, რომელიც ავღანელ ხალხს მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარებაში ეხმარება. ამერიკელი ხალხი იზიარებს ქართველი ხალხის გლოვას მამაცი ჯარისკაცის გარდაცვალების გამო",-წერს რიჩარდ მნორლანდი. ნორლანდის განცხადება საქართველოში აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზეა განთავსებული.