გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატი, ხათუნა გოგალაძე აღნიშნული უწყების თანამშრომლებს შეხვდა. გოგალაძე სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად სამინისტროს მუშაობას გაეცნო.
შეხვედრაზე მიმდინარე და სამომავლო პროექტები და სამინისტროს ბიუჯეტის მდგომარეობა განიხილეს.
მათივე თქმით, შეთანხმდნენ, რომ სამუშაო ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში გააგრძელებს გადაბარების პროცესსა და სამომავლოდ სამინისტროს უფლებამოსილების გაძლიერების შესახებ პროექტებზე მუშაობას.
გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, გადაბარების პროცესს სამინისტროს მხრიდან, მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, გოჩა მამაცაშვილი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი, გია ცაგარეიშვილი და კოალიცია "ქართული ოცნების" სამუშაო ჯგუფის წევრები, ნინო შარაშიძე და იურისტი მერაბ ბარბაქაძე ესწრებოდნენ.